საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ახალ სერვისს - ელექტრონულ მაღაზიას სთავაზობს. ვებ გვერდზე- www.eshop.nbe.gov.ge სააღსრულებო წარმოებისას დაყადაღებული ქონება საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად განთავსდება.
უწყების ინფორამციით, ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია აღნიშნულ ვებგვერდზე და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მხარეებს უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ.

სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამის ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაში განათავსებს, რისთვისაც მოვალისა და კრედიტორის ერთობლივი განცხადებაა საჭირო.

ელექტრონულ მაღაზიაში დაყადაღებული ნივთის სარეალიზაციოდ გამოტანამდე ხდება შესაბამის ვებ გვერდზე მისი წინასწარი განთავსება 5-8 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში, შეძენის მსურველს, შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ნივთი.


| Print |
FaceBook Twitter Google