საზოგადოება
კომპანია “Black sea group”-ში სტაჟირებას 12 გურჯაანელი სტუდენტი გაივლის
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს ინიციატივითა და კომპანია “Black sea group”-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 12 გურჯაანელი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის.
სტაჟირება ერთ თვეს მოიცავს, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

დავით სონღულაშვილი ბაკურციხეში სტაჟიორებს შეხვდა და მათთან ერთად კომპანია “Black sea group”-ის სხვადასხვა სამშენებლო საწარმო დაათვალიერა, მუშაობის პროცესსა და პრინციპს გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მომავალ თაობას ხელი შევუწყოთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებაში. “Black sea group”-ში სამუშაო გამოცდილების მიღება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიმედოვნებ რომ თითოეული მათგანისთვის აქ მიღებული პრაქტიკული ცოდნა, მათი წარმატებული მომავლის საწინდარი გახდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “Black sea group”-ის მენეჯმენტს, ხოლო თითოეულ სტაჟიორს პროდუქტიული სამუშაო გამოცდილების მიღება ვუსურვო“, - აღნიშნა დეპუტატმა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტაჟირება /