საზოგადოება
ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ლაგოდეხში სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, შენობის პირველ და მეორე სართულზე გამოიცვალა კარ-ფანჯარა და გარემონტდა კოლიდორი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა პედაგოგთა ოთახს.
„მუსიკალური სკოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ წლების განმავლობაში წარმატებული ბავშვები იზრდებოდნენ.
ჩვენ ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ და შესაბამისი პირობები შევუქმნათ. სშარშან დავასრულეთ დარბაზის შეკეთება. წელს მთლიანად შენობაში ჩავსვით ახალი მეტალოპლასმასის ფანჯრები. პირველ სართულზე გამოიცვალა კარებები და მოხდა დერეფანის შეკეთება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება მეორე სართულზეც . “
მისივე თქმით, მომავალ წელს მოხდება სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.


| Print |
FaceBook Twitter Google