საზოგადოება
პანკისის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ლაგოდეხის შემდეგ ხანძარია ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში. სოფელ დუისში ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, დამწვარია დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ფართობი.

ამ დროისთვის ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იმყოფება.  სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება უკვე მოხერხდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

| Print |
FaceBook Twitter Google