დღეს, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის
გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კახეთის
გუბერნატორი და ღვინის კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია და ღვინის საწარმო
ჩაიბარებს. ასევე, ყურძნის რეალიზაციისათვის თვითთმართველ
ქალაქებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა.
"წელს დაახლოებით 140-150 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. 2017 წლის
რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე
სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს."- განაცხადა რთველის
შტაბის კოორდინატორმა, გიორგი სამანიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე
სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით
რქაწითელსა და მანავის მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70
თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
რთველი სექტემბერში დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები