საზოგადოება
ფშაველი-აბანო-ომალოს მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია
ამ დროსითვის თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი.
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ლადო კახოიძე ამბობს, რომ გზის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიტბორა, იხრეშება და განმეორებითი დატბორვის საშიშროება აღარ არსებობს.

სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს კლდის ის ნაწილი, საიდანაც ლოდები ინტენსიურად ცვივა.

-"კლდე იმდენად სახიფათოა და გამომშრალი, რომ სანამ წვიმა არ მოვა და ნაშალი  არ დასველდება, მანამდე მეკლდეურები მუშაობას და ქვების ჩამოყრას ვერ დაიწყებენ.,"- აღნიშნა ,"გერალის" (კომპანია, რომელიც გაწმენდით სამუშაიებს ახორციელებს) წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /