საზოგადოება
გურჯაანში ყურძენს ორი ქარხანა იბარებს
კახეთში „რთველი 2017“ უკვე რამდნიმე დღეა დაიწყო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ივანე ბასილაშვილმა ბგანმარტა, ამ დროისთვის გურჯაანში ყურძენს ორი საწარმო იბარებს.

„ რთველი სამთაწყაროდან დაიწყო, ამ ზონაში, სხვებთან შედარებით, ყურძენი მალე მწიფდება. გურჯაანში უკვე იკრიფება საფერავი, რქაწითელის კრეფაც დაახლოებით 10 სექტემბრიდან დაიწყება. ამჟამად ორი ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს: ვაჩნაძიანისა და გურჯაანის დუგლაძეების ღვინის ქარხანა. ამ დღეებში პროცესს ველისციხის ქარხანა - კახური ტრადიციული მეღვინეობაც შეუერთდება. სულ რამდენი ტონაა დაკრეფილი ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.“

ივანე ბასილაშვილის განმარტებით, წელს ყურძენი მოთხოვნადია და ამიტომ მოსავალს ბევრი ქარხანა ჩაიბარებს.
„განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აპირებს ყურძნის მიღებას „გრუზვინპრომი“. ასევე კახური ტრადიციული მეღვინეობა, რომელიც აპირებს სხვა ქარხნებიც დაიქირავოს. ყურძენს ჩაიბარებს კარდენახის რამდენიმე ქარხანა, ასევე ჭანდრისა და გურჯაანის საწარმოები.“
მისივე თქმით, ფასს მეპატრონე და კომპანია არეგულირებს. საფერავის ფასი ამჟამად ერთი ლარია, თუმცა კახეთის ტრადიციული მეღვინეობა ყურძნის ღირებულებასთან ერთად გზის ხარჯებსაც ანაზღაურებს.

| Print |
FaceBook Twitter Google