საზოგადოება
თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში ხანძარია
ამ წუთებში, თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეს ცეცხლი უკიდია. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით,
ხანძრის მცირე კერა სოფელ ხახაბოსგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.

ადგილისკენ  მეხანძრე-მაშველები და რეინჯერები მიემართებიან. 


ხანძარია ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მახლობლად. ცეცხლი კოხტას მთის ფერდობს მოედო. ლოკალიზებაში სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /