საზოგადოება
განათლების სამინისტრო ათი სკოლისთვის ვაშლს შეიძენს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯეჯელავას უწყება ვაშლით კვირაში ერთხელ ათ სკოლას მოამარაგებს, რაშიც 78 000 ლარს გადაიხდის.
გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს:

1. სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლა
2. სსიპ ქალაქ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
3. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი № 51 საჯარო სკოლა
4. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია
5. სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა
6. სსიპ ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა
7. სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლა
8. სსიპ ქალაქ თბილის №115 საჯარო სკოლა
9. სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა
10. სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა

შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიხედვით, პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური. სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნვეყოს ერთი ჯიშის ვაშლს მიწოდება,


| Print |
FaceBook Twitter Google