შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის
პირველკლასელ შვილს ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში
წაიყვანა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ
ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების
დროს დაიღუპა. მას დარჩა მეუღლე - მაია ფარტენაძე და 2 წლის გოგონა
მარიამი. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, ოჯახში
ბიჭიც დაიბადა და მას მამის სახელი - ზურა დაარქვეს. მეუღლის
გარდაცვალების შემდეგ მაია ფარტენაძემ მუშაობა შსს-ს სასაზღვრო
პოლიციის N1 სამმართველოში დაიწყო.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, მესამე წელია, ტრადიციად
დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს
შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები
სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და
სკოლაში მიჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები