საზოგადოება
შსს-მ და ცესკომ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მემორამდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერს. აღნიშნული მემორანდუმით შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.

”არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის, უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს,”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google