საზოგადოება
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საგარეჯოში, გომბორის ქედზე, სოფელ გორანას მიმდებარე  ტერიტორიაზე  ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. სააგენტოში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყის მასივი დაიწვა.

ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხანძარი /