საზოგადოება
ხანძარი თუშეთში- ადგილზე მეხანძრე- მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს
მეორე დღეა თუშეთში ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ გირევთას მიმდებარედ, პირიქითა ხეობაში ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ადგილზე ღია ცეცხლის კერები არ ფიქსირდება. პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით აღნშნულ ტერიტორიაზე მეხანძრე- მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, ასევე მონაწილეობას იღებენ რეინჯერებიც. ხანძრის ახლო მდებარე სოფლებამდე გავრცელების საშიროება ამ დროისთვის არ არსებობს.

თუშეთში ხანძრის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /