საზოგადოება
დავით გარეჯის უდაბნოში გადამალული განძი აღმოაჩინეს
დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მონასტრის საძმოს წევრების მიერ გადამალული განძი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე ავრცელებს.
,,ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება... ამასთან, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამავე ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლია...სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს მე-17 ს-ის დასაწყისში”, - აცხადებს ნოდარ ბახტაძე.
ამ დროისათვის აღმოჩენილ არტეფაქტებს იკვლევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google