საზოგადოება
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, მაღალმთაში – ზოგან მოთოვს. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 15–20 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება.

6–7 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23–28 , აღმოსავლეთ საქართველოში - 16–21 გრადუსი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 7 ოქტომბერსაც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google