საზოგადოება
თელავმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა
კახეთში ღვინის კვირეული გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, დღეს, თელავში ღვინის ფესტივალი "თელავინო" გაიმართა. ღვინის კომპანიებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია მოაწყეს.
გაიმართა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

ცნობისთვის, ფესტივალი "თელავინო" თელავში უკვე მეოთხედ მოეწყო და მისი ორგანიზატორი "კახეთის მეღვინეთა გილდიაა''.
| Print |
FaceBook Twitter Google