საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში მიმავალმა მძღოლებმა, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებმა, მეტი უსაფრთხოებისათვის უნდა გამოიყენონ ზამთრის საბურავები. მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

| Print |
FaceBook Twitter Google