საზოგადოება
ლალისყურში ნაპოვნი შველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.

ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

| Print |
FaceBook Twitter Google