საზოგადოება
გაიზრდება თუ არა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი გათანაბრებითი ტრანსფერისა და ადგილობრივი შემოსავლებიდან ქონების გადასახადის გაზრდის ხარჯზე, შესაძლოა ერთი მილიონი ლარით გაიზარდოს.

გურჯაანის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი აღზრდა იქნება.
„2018 წლის ბიუჯეტი შედარებით მომატებულია. სავარაუდოდ გათანაბრებითი ტრანსფერი წელს რაცა გვაქვს იმაზე სადღაც 500 ათასზე მეტი მოვიდა. ეს ძირითადად ჩაიშლება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. რაც შეხება სოციალურ სფეროს, აქ ძირითადად რამოდენიმე მუხლი მოიმატებს. ეს შეეხება მრავალშვილიანებს და ახალშობილებს. ინფრასტრუქტურაში ძირითადად მოთხოვნადია გარე განათება და წყალი და გზა.“
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მუშაობა მომავალი კვირიდან დაიწყება და წინასწარი ინფორმაციით, 11 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრება.

| Print |
FaceBook Twitter Google