საზოგადოება
პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ თვეში კომისიამ სულ 1 604 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.
"226 პირია შეწყალებული, მათ შორის 13 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 141 ადამიანი დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთა შორის ერთს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან 18 წელი მოიხადა და რამდენიმე წელში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას,"- განაცხადა ზვაიდ ქორიძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google