საზოგადოება
საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით,საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო ამინდი ხვალაც შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +12 – +19 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16 ოქტომბრიდან ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. ძლიერი წვიმა და ქარი შენარჩუნდება, ხოლო მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლიც. ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაეცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google