მედიამონიტორინგი- "სპექტრი" ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან
დაკავშირებით, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" (CDI)
მედიამონიტორინგი განახორციელა. კვლევა 2017 წლის 19 ივნისიდან
8 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა.
მონიტორინგი შეეხო როგორც ონლაინ გამოცემებსა და მაუწყებლებს,
ასევე 12 ბეჭდვურ გამოცემას. ესენია: „რეზონანსი“,
„კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „გურია news”, „ახალი გაზეთი“,
„პოსტსკრიპტუმი“, „სპექტრი“, „გურიის მოამბე“, „თრიალეთის ექსპრესი“,
„ბოჯომი“, „სვანეთი“, „მთავარი თემა სამეგრელოში“.
"სპექტრის" შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში
გამოცემაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი
განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. გაზეთში დაცულია
ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.
"სპექტრში“ ყველაზე აქტიურად ადგილობრივი მთავრობის (44%), ცენტრალური
მთავრობის (21%), „ნაციონალური მოძრაობისა“ (11%) და „ქართული
ოცნების“ (10%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ტონის შედარებით მაღალი
პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა
„ქართული ოცნებისა“ (31%) და მთავრობის (19%) გაშუქებისას. უარყოფითი
ტონის მაღალი მაჩვენებელი კი „ევროპულ საქართველოს“ (24%) ერგო.
ანგარიშის მიხედვითვე, „სპექტრში“ აქტიურად შუქდებოდა რეგიონში
არსებული სოციალური პრობლემები. რეგიონში განხორციელებული
ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მომზადებულ სტატიებში გვხვდებოდა
როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა, ასევე მოსახლეობის
მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ „სპექტრი“ მკითხველს აწვდიდა დეტალურ
ინფორაციას საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო უბნების შესახებ
(მაგალითად, სტატიებში: „ინფორმირებული ამომრჩეველი გაცნობიერებული
არჩევანისთვის“, „ამომრჩეველთა ერთიანი სიები და გადამოწმების
გზები“.
"მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „სპექტრი“
ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ გაზეთში მკაფიოდ არის გამიჯნული კომერციული
ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო
მასალებისგან."- ვკითხულობთ დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები