საზოგადოება
ბაღებს შეშით უახლოეს დღეებში მოამარაგებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში ზამთრისთვის მზადება უკვე დაიწყო.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით მხოლოდ შვიდი ბაღია გაზიფიცირებული, დანარჩენი კი ისევ შეშით თბება.
„მუნიციპალიტეტში სულ 37 სააღმზრდელო დაწესებულებაა, მათგან შვიდი თბება ცენტრალური გათბობით. 30-ში ჯერჯერობით ისევ შეშის ღუმელები დგას. გათბობასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე სამჯერ გამოცხადდა, პირველი ორი ჩაიშალა. მესამეში გაიმარჯვა ინდმეწარმე ბიკაშვილმა. გავაფორმეთ ხელშეკრულება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყვარლის ტერიტორიაზე უკვე გამოყოფილია ტყეკაფი. გამარჯვებული უახლოეს დღეებში უკვე დაიწყებს სააღმზრდელო დაწესებულებების შეშით მომარაგებას.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, ამჟამად ყველა ბაღში უკვე დგას ღუმელი, რომელის ასანთებადაც გასული წლიდან დარჩენილ შეშას იყენებენ. ასევე ჩართულია ცენტრალური გათბობებიც.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გათბობა /