საზოგადოება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შეხვედრა კახეთში
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სამეგრელოს რეგიონის შემდეგ შეხვედრა კახეთში გამართა.
უწყებამ თელავში, სასტუმრო "სავანეთში" შეკრებილ საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივ შემსყიდველ ორგანიზაციებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე სააგენტოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, დაგეგმილ სიახლეებსა და ახალ საკანონმდებლო ნორმებზეც ისაუბრეს.

ცნობისთვის, პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google