საზოგადოება
საარჩევნო უბანი საპირფარეშოს გარეშე
გურჯაანის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე საპირფარეშო არ არის.

როგორც კომისიის წევრებმა განაცხადეს, ისინი მეზობლად მდებარე სახლებში გადიან. თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მათ კენჭისყრის შენობის დატოვება ეკრძალებათ.
როგორ #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.
„ვიცი რომ ამ უბანზე ასეთი სიტუაციაა, მაგრამ ტუალეტი ყველა შენობაში მართლა არ არის. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ. კომისიის წევრებს არ აქვთ შენობიდან გასვლის უფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არის. იძულებულები არიან ასე მოიქცნენ. “

| Print |
FaceBook Twitter Google