საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე დაფიქსირდება. უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოშიც.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია მცირე თოვლი. 25-26 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, 26 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-დან 27 გრადუსამდე მოიმატებს.






| Print |
FaceBook Twitter Google