საზოგადოება
როგორ დაკომპლექტდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატით დაკომპლექტდება. ამათგან 24 მაჟორიტარული, ხოლო 14 პროპორციული სისტემით არჩეული იქნება.

#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მადონა ჯავახიშვილის განცხადებით, ოთხპროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.
„ამ დროის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა 22-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა მიიღო მაღალი პროცენტი. სოფელ ჩალაუბანში კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ვალერი ბარნაბიშვილი ლიდერობს, ასევე ხმების უმრავლესობა მიიღო ამავე პარტიის კანდიდატმა სოფელ მელაანში, ვალერი ირომაშვილმა. რაც შეეხება პარტიებს, ქართულმა ოცნებამ“ აიღო 54, 11 %; „ევროპულმა საქართველომ“- 20,64 %; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“- 11,97 %, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 7,4 %. შესაბამისად, მანდატები ამ პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდება.“

მისივე განმარტებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლობითი ორგანოს- საკრებულოს პირველ სხდომას, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში მოიწვევს.
| Print |
FaceBook Twitter Google