სამართალი
ახალი დეტალები სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ქალის საქმეში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ქალის მაზლი, რომელმაც მისი დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ისევ საავადმყოფოშია მოთავსებული.
გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, რამინ გურასპაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, რადგანაც მისი თქმით, ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. რამინ გურასპაშვილი ვარაუდობს, რომ მისი ცოლი თავისმა ძმამ და კიდევ რამდენიმე პირმა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი აწამეს. მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს ასევე გარდაცვლილის დედაც.

ცნობისთვის, 24 წლის ქალის მაზლი გია გურასპაშვილი თანასოფლელებმა ხეზე ჩამოკიდებული ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზემოთ აღნიშნულ ორივე საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google