საზოგადოება
გამოფენა წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ჩართულობით
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ და შვეიცარულმა შემოქმედებითმა ორგანზაცია „არტას ფაუნდიშენმა“, წნორში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების მშობლებს სხვადასხვა თემატიკაზე ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარეს.
„მოვძებნეთ ისეთი მშობლები, რომლებსაც შშმ ბავშვები ჰყავთ და ისინი ერთკვირიან ტრენინგში ჩავრთეთ. მათთან სხვადასხვა საკითხებზე ფსიქოლოგმა იმუშავა. ვინც მოსვლა ვერ მოახერხა, სახლში ვესტუმრეთ. მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორი მხარდაჭერა სჭირდება მათ შვილებს, საუბარი შეეხო ასევე ქცევის მართვას და იმას, როგორ უნდა მიუდგნენ ბავშვებს.“- გვითხრა ფსიქოლოგმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო და ინტეგრაციის“ წარმომადგენელმა თამთა კუსრაშვილმა.

ფოტოგრაფებმა გურამ წიბახაშვილმა და თინათინ კიღურაძემ კი ბავშვებთან ერთად ფოტოები მოამზადეს და მუსიკალური სკოლის დარბაზში გამოფენა მოაწყეს.

-„მოზარდებმა ცოდნა შეიძინეს ფოტოგრაფიასა და ხელოვნებაზე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი სახლიდან გამოვიდნენ. სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან. მსგავსი ტიპის ღონისძებები კი კომუნიკაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია“- აღნიშნა თამთა კუსრაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოფენა / წნორი /