საზოგადოება
კახეთის გუბერნატორი უკრაინის ელჩს- იგორ დოლგოვს შეხვდა
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს და ელჩის პირველ მდივანს ოლეგ პოგონეცს შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილმა იგორ დოლგოვს რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის და სამუშაო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნებს შორის, როგორც კულტურული ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google