საზოგადოება
საქართველოში გამოკითხულთა 66% ევროკავშირს ენდობა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე 2017 წელს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევის განხორციელების მიზანი იყო, თუ როგორ აღიქმება ევროკავშირი საქართველოში.

ნდობის პროცენტული მაჩვენებელია შემდეგნაირად გადანაწილდა:

ევროკავშირი - 66%;

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია - 56%;

ნატო - 54%;

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - 25%;

ცნობისთვის, 2017 წლის აპრილ-ივნისში, კვლევა ასევე ჩატარდა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში.


| Print |
FaceBook Twitter Google