საზოგადოება
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან მცირე წვიმა და ნისლი იქნება. ტემპერატურა კი 15-20 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში კი თბილი, უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე გათბება. 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი , ხოლო აღმოსავლეთში-18-23 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი 30 ოქტომბერსაც. 31 ოქტომბრიდან კი, მთელ ქვეყანაში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google