საზოგადოება
"ენერგო-პრო ჯორჯია"- ავარიულ გათიშვებს მინიმუმადე დავიყვანთ
„ენერგო-პრო ჯორჯია”-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 10 კვ ფიდერის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პარარელურად, მიმდინარეობს ამორტიზებული ხის საყრდენების შეცვლა, ახალი რკინა-ბეტონის საყრდენებით.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს ვაზისუბნისა და მიმდებარე სოფლების: შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის ენერგომომარაგების გაუმჯობესებას.

როგორც speqtri.ge-ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა, აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად კახეთის რეგიონს მთლიანად მოიცავს.

-"ყველა რაიონში შევალთ. დავიწყებთ იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა. რაც შეეხება ელექტროენერგიის მომარაგების ხარისხის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა რეაბილიტაცია სიტუაციას გამოასწორებს. მინიმუმამდე დაიყვანს ავარიულ გამორთვებს. უამინდობით გამოწვეულ გათიშვებს, ცხადია, 100%-ით ეს ვერ აღმოფხვრის. მსოფლიოშიც ასეა, როცა სტიქიაა, შეზღუდვა ხდება ხოლმე, თუმცა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ენერგომომარაგება."








| Print |
FaceBook Twitter Google