საზოგადოება
ხვალიდან ე.წ ჭკვიანი კამერები ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესისა და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესით. 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

-შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

-ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

-სიჩქარის გადაჭარბება;

-მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

-მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენციაა.

| Print |
FaceBook Twitter Google