საზოგადოება
დედოფლისწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასა და ბანკის დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, "საქართველოს ბანკის" მიერ დაქირავებულ დაცვის სამსახურსა ადგილობრივ მოსახლეობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ 280 ჰექტარი სოფლის საძოვარი ყოფილი ხელისუფლების დროს სხვადასხვა მფლობელებზე მათთან შეთანხმების გარეშე გაასხვისეს.

კუთვნილი მიწების დამუშავების და უკან გამოსყიდვის მოთხოვნით სოფელ ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობამ საპროტესტო აქციის შემდეგ შირაქის ველზე იმ ადგილას გადაინაცვლა, სადაც ბანკის დაცვა ხვნა -თესვის სუშაოების ჩატარების საშუალებას არ აძლევთ.

ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეობა აცხადებს, რომ თუკი მიწების დამუშავებას ვერ შეძლებენ, საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.


ფოტო: 1tv.ge
| Print |
FaceBook Twitter Google