საზოგადოება
არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, ექვს თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტურითორმეტ ნოემბერს ჩატარდება.
მეორე ტური დანიშნულია ხაშურში, ყაზბეგში, ქუთაისში, ბორჯომში, მარტვილსა და ოზურგეთში. ქუთაისსა და მარტვილში ერთმანეთს "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, ხაშურსა და ოზურგეთში "ქართული ოცნების" და დამოუკიდებელ კანდიდატები, ბორჯომში კი "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება ყაზბეგს, მეორე ტურში "ქართული ოცნებისა" და "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს" კანდიდატები იბრძოლებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google