საზოგადოება
ოქტომბრის თვეში საქართველოს 607 989 ვიზიტორი ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით გამოაქვეყნა.
უწყების ინფორამციით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს 607 989 ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 15,2 %-ით აღემატება.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 259 313 ვიზიტი;

ბ) ტრანზიტი - 151 806 ვიზიტი;

გ) სხვა - 196 870 ვიზიტი;

2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა.


| Print |
FaceBook Twitter Google