საზოგადოება
ვინ არიან საპატიო თელაველები
"ერეკლეობის" სახალხო დღესასწაულზე თელავის საპატიო მოქალაქეებიც აირჩიეს. აღნიშნული ტიტული მიმდინარე წელს ექვს ადამიანს მიენიჭა. ესენი არიან: ექიმი გურამ გაბუნაშვილი, ექიმი ნევროლოგი ეთერ პაპავა, სპორტსმენი თინათინ ლეკვეიშვილი, მუსიკოსი ჯუმბერ სახეიშვილი, ისტორიკოსი გურამ ურჩუხიშვილი და მეცნიერი გიული ანდრონიკაშვილი.

როგორც speqri.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა განუცხადა, მათ სიგელები და მედლები გადაეცათ.


| Print |
FaceBook Twitter Google