საზოგადოება
გრიპის შემთხვევებმა იმატა-რას ურჩევენ მედიკოსები მოსახლეობას
ჰაერის ტემპერატურის კლებასთან ერთად, გრიპის სტატისტიკაც იმატებს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტში გრიპისმაგვარი ინფექციის 116, ხოლო გრიპის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე, ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას პირადი ჰიგიენის დაცვას, რისკ ჯგუფებს კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებას ურჩევეს.
„გრიპის კლინიკური ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სურდო. უნდა ვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრას, რომ არ გავხდეთ ინფექციის წყარო. გარდა ამისა, თავდაცვის მიზნით, იმ ადამიანებმა რომლებიც განეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს, უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია.“
მისივე თქმით, ვირუსის შემთხვევების მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google