საზოგადოება
იორმუღანლოელები ოჯახის ექიმს თაღლითობაში ადანაშაულებენ
იორმუღანლოს თემის მცხოვრებლების ნაწილი ოჯახის ექიმს ნონა ხუციშვილს თანხის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.
სოფელ ქეშალოში მცხოვრები მინა ომარ კიზი ერთადერთია, ვინც speqtri.ge-ს ინტერვიუზე ღიად დათანხმდა. პირად საუბარში ამ საკითხზე თემის კიდევ რამდენიმე დაზარალებული მცხოვრები საუბრობს, თუმცა საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან.

როგორც მინა ომარ კიზი ამბობს, ექიმმა მისი, მეუღლისა და შვილის სახელზე 2000 ლარზე მეტი თანხა თი ბი სი ბანკიდან მათი ნებართვის გარეშე გამოიტანა. ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო რომ ბანკში კრედიტი ჰქონდათ, რაც პრობლემური აქტივების ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ოფიციალური ცნობა გაუგზავნა.

-„სოციალურად დაუცვლები ვართ. ცუდად ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც. ექიმთან მივედით კონსულტაციისთვის, წამლები დაგვინიშნა, საშუალება არ გვქონდა, რომ გვეყიდა. ნონამ მითხრა, ბანკში ანგარიში გახსენი, ერთჯერადად 100 ლარიან დახმარებას მოვაცემინებ რომ წამლები შეიძინოთო. გაგვიხარდა, რადგან მედიკამენტების ყიდვის საშუალება არ გვქონდა. თი ბი სი ბანკში ხელი რაზე მომაწერინა არ ვიცი. სამი თვე რომ გავიდა, წერილი მოგვივიდა, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია და ჯარიმა გერიცხებათო. ბანკში მივედი და გავარკვიე რომ თურმე კრედიტი მქონია აღებული მეც, ჩემს მეუღლესაც და შვილსაც. ჯარიმები ყოველდღე ემატება, თანხა როგორ უნდა გავისტუმროთ, არ ვიცი. აი, დღეს გადავიხდი, აი ხვალეო- მატყუებს, დრო გადის და პროცენტები უფრო იზრდება. მე 800 ლარი ამაღებინა, ჩემს მეუღლეს 900 და შვილსაც 900. მითხრა, ბანკში რომ მიხვალ და ანგარიშს გახსნი, ჩემი სახელი არ ახსენოთო, უთხარით ფული სხვამ უნდა გამომიგზავნოს და მაგიტომ მჭრდება ანგარიშიო. ბანკიდან წამოღებული საბუთები სულ თამილასთან (ნონა ხუციშვილის დედა-ოჯახის ექიმი) მივიტანეთ. დახმარება კი მივიღეთ, 100 მე და 150 ლარი ჩემმა მეუღლემ, მაგრამ ასეთ დღეში ჩავვარდით. ჩვენს სახელზე კრედიტები გამოიტანა. “

უკვე 2 წელია სოფელ მუღანლოში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ნონა ხუციშვილმა საბარათე ანგარიშიდან 4000 ლარი თანხა მოტყუებით მოახსნევინა. როგორც ქალბატონი ჩვენთან პირად საუბარში ამბობს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბანკში თავდებად უნდა დასდგომოდა.

-„ ნონამ მთხოვა, კრედიტს ვიღებ, წამოდი და ჩემი მოწმე იყავიო. შვილი თურქეთში მყავდა, იქ მუშაოდა და თანხას მირიცხავდა კარტაზე. მეგონა, მართლა თავდებად ვუდგებდი, ისეთ საბუთზე მომაწერინა ხელი რომ 4000 ლარი თანხა ჩემი ანგარიშიდან გამოიტანა. იმედი აღარ მაქვს, რომ ამ თანხას დააბრუნებს. ვერც ვერაფერს ვამბობ, მეცოდება ნონა, მაინც ექიმი ქალია. “ -ამბობს იორმუღანლოს თემის მცხოვრები პირად საუბარში.

ამ ადამიანების მდგომარეობაში კიდევ რამდენიმე ოჯახია. ზოგიერთი მათგანი სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებს.

ფაქტს არ უარჰყოფს თავად ნონა ხუციშვილი. ის ჩვენთან სატელეფონო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ დაზარალებულებს თავად მოელაპარაკება და პრობლემასაც უახლოეს დღეებში მოაგვარებს.

ნონა ხუციშვილთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, speqtri.ge-ს დედამისი თამილა დათუნაშვილიც დაუკავშირდა, რომელიც ასევე იორმუღანლოს თემში ოჯახის ექიმია. ქალბატონმა თამილამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ სტატია არ გამოექვეყნებინა, დაზარალებულების კრედიტებს კი მისი შვილი დღის ბოლომდე დაფარავდა.

Speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.