საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო მუშაობას ორშაბათს 20 ნოემბერს დღის სამ საათზე შეუდგება.

როგორც ჩვენთან საუბარში #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა აღნიშნა, კანონის მიხედვით, პირველ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი გაუძღვება.
„კანონის შესაბამისად, საკრებულოს პირველ სხდომას ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში. სესიას გავხსნი მე, რის შემდეგაც სიტყვას უხუცეს წევრს აკაკი ფოცხვერაშვილს გადავცემ და ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას სწორედ ის გაუძღვება. აირჩევენ თავმჯდომარეს და მოადგილეს. ამ დღესვე გურჯაანის ძველ საკრებულოს უფლებამოსილება შეუჩერდება.“
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 წევრით არის დაკომპლექტებული. მათგან 24 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.

| Print |
FaceBook Twitter Google