საზოგადოება
გურჯაანის მერის ერთ-ერთ მოადგილედ ეკა ცისკარაშვილი მოიაზრება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთ მოდგილედ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ეკა ცისკარაშვილი მოიაზრება.
ინფორმაცია ამის შესახებ, speqtri.ge-ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა. თვითონ ეკა ცისკარაშვილი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. „ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩემთან არავის უსაუბრია, თუმცა, ხალხი მილოცავს. დეტალები ჩემთვისაც უცნობია.“
ინფორმაცია არც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაადასტურა, თუმცა, როგორც განაცხადა, მოადგილეებს უახლოეს დღეებში წარადგენს. „ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც კანდიდატებთან, ასევე ჩემს ზემდგომთან.“

შეგახსენებთ, რომ არჩილ ხანდამაშვილი მერის უფლებამოსილების შესრულებას 13 ნოემბრიდან შეუდგა. პირველივე სამუშაო დღეს ორი მოადგილე: დიმიტრი კალატოზიშვილი და ალექსანდრე ყვირალაშვილი გაათავისუფლა.
| Print |
FaceBook Twitter Google