საზოგადოება
გომბორი-თელავის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.
უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google