საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოიხსნა
გომბორის უღელტეხილზე, თოვის გამო, გზის ინტენსიური გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
თელავის საგზაო სამმართველოს უფროსის თამაზ აბდულაშვილის განცხადებით, მოძრაობა უკვე აღდგენილია. ის მძღოლებს ურჩევს ზამთრის საბურავებით იმოძრაონ. თოვა შეწყდა, თუმცა გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ლიპყინულია.

შეგახსენებთ, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გადააგილება ინტენსიური თოვისა და ქარის გამო გუშინ შეიზღუდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / გომბორი /