საზოგადოება
მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრებზე რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე მომზადებას გადიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველები, ხუთი დღის განმავლობაში, ტყის ხანძრებზე რეაგირებისა და მათი პრევენციის საკითხებზე სპეციალურ მომზადებას გადიან.
უწყების ინფორმაციით, სწავლების მონაწილეები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ.

ტრენინგს კვალიფიციური ფრანგი ექსპერტები: გარის დეპარტამენტის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი ბრუნო ლე ბრასი და ამავე უწყების ლოგისტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ვენსან პერო უძღვებიან.

ღონისძიება საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2017 წლის პროგრამის შესაბამისად ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google