საზოგადოება
სუს-ის თანამშრომელს სხვადასხვა ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში და სხვადასხვა ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
მას სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში ფარულად მსახურობის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება.

შესაბამისი მუხლი “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონს ემატება.

ამასთან ერთად, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელები სუს-ის თანაშრომლის სამსახურისადმი კუთვნილებას გაამჟღავნებენ, მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.


| Print |
FaceBook Twitter Google