საზოგადოება
სურსათის სააგენტომ კახეთის ექვს სკოლაში კვების ობიექტების მფლობელები დააჯარიმა
გასულ კვირას სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა თელავისა და გურჯაანის საჯარო სკოლებში ბუფეტების შემოწმება დაიწყო.

შედეგად რამდენიმე ბიზნესოპერატორი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებისთვის 100 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, რომელ სკოლაში მოხდა ეს ფაქტი, არ აკონკრეტებენ.
„თელავსა და გურჯაანში შემოწმდა 12 სკოლის კვების ბლოკი. აქედან ექვსი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის უქონლობის გამო დაჯარიმდა. სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები არ ყოფილა. ასევე არ გამოვლენილა კრიტიკული შეუსაბამობები. რაც შეიძლება გამხდარიყო კვების ობიექტის დახურვის მიზეზი. “- განაცხადეს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

ამავე უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტების შემოწმება გრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google