საზოგადოება
წელს "გურჯაანქალაქობა" მხოლოდ სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება
მიმდინარე წელს "გურჯაანქალაქობის" ტრადიციადქცეული დღესასწაული მხოლოდ სპორტული აქტივობებით აღინიშნება. ღონისძიებები სპორტკომპლექსში გაიმართება, თუმცა როდის, ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობას დაზუსტებული არ აქვს.
-"ობიექტური მიზეზების გამო "გურჯაანქალაქობის" დღესასწაული დროში გაიწელა. "გურჯაანქალაქობის" ვალდებულება თითქმის აიღო იმ ღვინის ფესტივალმა, რაც უკვე გაიმართა. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ საუკეთესო იყო და ტრადიციად იქცევა. მიმდინარე წელს გურჯაანქალაქობაზე სპორტული აქტივობები ჩატარდება, დღეზე შევთანხმდებით სპორტკომპლექსის წარმომადგენლებთან და გამოვაცხადებთ. დანარჩენი დატვირთვა გადავა საახალწლო ღონისძიებებზე. ნონეშვილის გამზირის ნაწილი დაიკეტება და იქნება საახალწლო ქალაქი."-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.





| Print |
FaceBook Twitter Google