საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

უწყების ინფორმაციით, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლის ზვავების ფორმირება.
| Print |
FaceBook Twitter Google