კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი
სტრუქტურის, უფრო ეფექტური უნდა იყოს- ამის შესახებ შს მინისტრმა
გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ
განუცხადა.
„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის
ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ
ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ
გვაქვს, ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ
თემაში - სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა
ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია. კრიმინალური
პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა
იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის
პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ
პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და
განვახორციელებთ“, - აღნიშნა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები